ჰიდროტურბინა და ამ ტურბინით აღჭურვილი ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სისტემა Печать
12.11.2014 18:13

Click to download in FLV format (13.08MB)

სისტემა შეიცავს ერთმანეთთან მიმდევრობით დაკავშირებულ ჰიდროტურბინებს, გენერატორს და ჰიდროტურბინების რიგიდან გენერატორზე გადამცემ მექანიზმს. Hჰიდროტურბინების ლილვები ტივტივაა და ერთმანეთთან დაკავშირებულია სახსრულად, ამასთან თითოეული ჰიდროტურბინის ფრთა შესრულებულია კონუსური სპირალური ხრახნის ერთი ხვიის სახით.



ჩვენს მიერ შემოთავაზებული წყლის მოტივტივე ტურბინა წარმოადგენს სიახლეს. იგი განსხვავდება სხვა მოტივტივე ტურბინებისაგან იმით, რომ იგი განთავსებულია მდინარის დინების მიმართულების გასწვრივ და მისი სიგრძე, შესაბამისად სიმძლავრე, შეზღუდული არ არის მდინარის კალაპოტის სიგანით.

 

ამ კონსტრუქციის მიხედვით მოტივტივე ტურბინა მთლიანობაში წარმოადგენს მდინარის დინების მიმართულებით განთავსებულ მოტივტივე ელემენტებისაგან შემდგარ გრძელ ჯაჭვს, რომლის ერთი ბოლო დამაგრებულია ნაპირზე და ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, ხოლო მეორე ბოლო თავისუფლად ბრუნავს წყალში.

სხვა მოტივტივე ტურბინებისაგან განსხვავებით მას გააჩნია შემდეგი უპირატესობა:

1. შესაბამისი ბრუნვის მიმართულების შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნაპირიდან ჩაშვება იგი თავად შეაქვს დინებას მდინარის შუაგულისაკენ. 

2. წყალში არსებული მოწყობილობა მთლიანდ წარმოადგენს ტურბინას და მას არ ჭირდება სხვა მზიდი ან დამჭერი კონსტრუქცია, შესაბამისად ასეთივე წარმადობის (სიმძლავრის) სხვა ტურბინებთან შედარებით არის უფრო მსუბუქი,  ნაკლებად მასალატევადი და იაფი. 

3. იგი შეზღუდული არ არის მდინარის სიგანით როგორც სხვა მოტივტივე ტურბინები, ანუ მისი სიგრძე და შესაბამისად სიმძლავრე განპირობებულია მდინარის სწორი მონაკვეთის სიგრძით. 

4. იგი შეიძლება დამზადდეს, როგორც დიდი მდინარისაგან მნიშვნელოვანი ენერგიეს მისაღებად, ასევე სულ მცირე დაუშვათ 10 სანტიმეტრის სიღრმის მდინარიდან მცირე ენერგიეს მისაღებად. 

5. კონსტრუქცია მარტივია ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

6. გენერატორი მოთავსებულია ნაპირზე, ამით გამარტივებულია მისი დაცვა დასველებისაგან და დზიანებისაგან, არ საჭიროებს დენის კაბელით ნაპირზე გამოტანას.

7. ეკოლოგიურად არის უფრო სუფთა გამორიცხულია საცხები მასალების წყალში მოხვედრა.

8. უფრო მდგრადია მდინარის მოტივტივე ჩამონატანების მიმართ.

მცირე ზომის ასეთი ტურბინები შეიძლება იყოს მსუბუქი ადვილად გადასატანი და ადვილად ასაწყობი რომლის გამოყენებასაც შეძლებენ ტურისტები, სპეციალური ექსპედიციები, სამხედროები ან ადგილობრივი მაცხოვრებლები მაღალმთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში ავარიულ ან განსაკუთრებულ შემთხვევებში (ექსტემალურ პირობებში).

ჩვენს მიერ შემოთავაზებული წყლის მოტივტივე ტურბინა მისი სიმარტივის და მოხერხებულობის გამო გაცილებით იაფი იქნება სხვა ისეთივე სიმძლავრის მოტივტივე ტურბინებთან შედარებით. ჩვენი აზრით   სერიული წარმოების შემთხვევაში 1 ვატის სავარაუდო ღირებალება 1 დოლარზე ნაკლები იქნება.

პატენტის რეკვიზიტები:

10) AP 2009 10993 A (51) Int. Cl.            F 03 D 7/00

(21) AP 2008 010993       (22) 2008 11 27     (71) Merab Chirakadze (GE)

Ir. Abashidze St. 16, ap. 9, 0179, Tbilisi (GE)

 

კონტაქტი:  მერაბ ჭირაქაძე,  ტელ: +995 32 293 661 მობ: +995 99 989 832

E-mail: Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript

 

გამოქვეყნდა 21.12.2023 08:05