კვირა 47 Печать
27.11.2010 16:16

სარჩევი 

 

1.       კომპანიამსოკარ ჯორჯია გაზიკახეთში რეგიონალურ ოფისი გახსნა

2.       აშშ-ის ელჩი და ენერგეტიკის მინისტრი ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობას მოინახულებენ

3.       ენერგეტიკის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაათვალიერეს

4.       "ენერგო-პრო ჯორჯია" 1600 აბონენტის გამრიცხველიანებაზე 480 ათას ლარს დახარჯავს

5.      რუსეთი ეძებს უცხოელ პარტნიორებს ქარის ენერგიის ბაზარზე

6.      მზისა და მოწინავე ბიოსაწვავის კონკურენტუნარიანობის მატების სიჩქარე იზრდება

7.      ჩინეთის სპეციალური გამოშვება

8.      დანაკარგების თავიდან აცილებას განაპირობებს ბუნებრივი რისკები

9.      პუბლიკაციები

10.  ღონისძიებები




ნავთობი
და გაზი

კომპანიამსოკარ ჯორჯია გაზიკახეთში რეგიონალურ ოფისი გახსნა

12 ნოემბერს 14 საათზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური , კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და შპსსოკარ ენერჯი ჯორჯია”- გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი ყვარელში,  კომპანიასოკარ ჯორჯია გაზი”-ის რეგიონალური კომპანიისსოკარ ჯორჯია გაზიკახეთი”- ოფისისა და მომსახურეობის კომპლექსის გახსნის ცერემონიალს დაეწრნენ.

კომპანიამ აღნიშნული ოფისი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით გახსნა. “სოკარ ჯორჯია გაზისაქართველოს შიდა ბაზარზე ფუნქციონირებს და მისი ძირითადი საქმიანობაა ბუნებრივი გაზის მიწოდებაა. კომპანია ახორციელებს გაზის იმპორტს ქვეყანაში და მის რეალიზაციას სოციალური და კომერციული მომხმარებლისათვის.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპსსოკარ ჯორჯია გაზ”- შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ შეიმუშავა 3-წლიანი საინვესტიციო პროგრამა, რომლის თანახმად ახორციელებს ახალი გაზსადენების მშენებლობას და არსებული გაზის ქსელების რეაბილიტაციას საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებში.

დღეისათვის, უკვე აშენებულია და ჩაბარებულია ექსპლუატაციაში 600 კმ. გაზსადენი, ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები 40 კმ. გაზის ქსელს.. შპსსოკარ ჯორჯია გაზისმიერ 2009 -2010 წლების გეგმის თანახმად ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაზიფიცირების საშუალება ექნება 110000 პოტენციურ აბონენტს.

http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=439

 

აშშ-ის ელჩი და ენერგეტიკის მინისტრი ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობას მოინახულებენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ფოთი-სენაკის გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ.

ჯონ ბასი და ალექსანდრე ხეთაგური ფოთს 17 ნოემბერს ეწვევიან. ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოყოფილი 115 მლნ აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. გაზსადენი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას გაზმომარაგებით უზრუნველყოფს.

ფოთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ელჩი და ენერგეტიკის მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ზაზა გოროზიას და ენერგოსექტორში დასაქმებულებს შეხვდებიან. ჯონ ბასი შეხვედრას ასევე, „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა" და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43306

 

ენერგეტიკის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაათვალიერეს

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ჯონ ბასთან და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორ ზურაბ ჯანჯღავასთან ერთად ოთხშაბათს ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა მოინახულეს.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის, ასევე მოსახლეოების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა, რეგიონში ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზეც აისახება.

გაზსადენის მშენებლობა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით ხორციელდება. გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს ფოთის, სენაკის და ხობის რაიონების 25 ათასი მოსახლე მიიღებს. გაზსადენის მეშეობით გაზით ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც მომარაგდება.

გაზსადენზე სამუშაოებს სხვადასხვა ლოტში გამარჯვებული ორი კომპანია: „საქჰიდრო" დახიდმშენი" აწარმოებს. ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის ზურაბ ჯანჯღავას ინფორმაციით, სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და დეკემბრის მეორე ნახევარში დასრულდება.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43367

 

 

ელექტროენერგეტიკა

"ენერგო-პრო ჯორჯია" 1600 აბონენტის გამრიცხველიანებაზე 480 ათას ლარს დახარჯავს

კომპანიაენერგო-პრო ჯორჯია" გურიაში, სოფელი ნატანების გამრიცხველიანებაზე 480 ათას ლარს დახარჯავს.

ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამრიცხველიანდება 1 600 აბონენტი. კომპანია სამუშაოების შესრულებას მომავალი კვრიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე სოფელში არსებული ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთშაბათს, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა დაათვალიერა.

კომპანიის ცნობით, 2010 წელს ინდივიდუალური მრიცხველი 120 ათასზე მეტ აბონენტს დაუმონტაჟდა, ხოლო 2013 წელს ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43196

 

 

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

რუსეთი ეძებს უცხოელ პარტნიორებს ქარის ენერგიის ბაზარზე

რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო ორგანოროსატომიგეგმავს გაფართოებას ქარის ენერგიის გამოყენებაში და ეძებს უცხოური ტექნოლოგიის პარტნიორებს სადგურების მშენებლობაში დასახმარებლად ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. სტრატეგიული მიზანია 2020 წლისათვის არსებული გლობალური მონაწილეები ქარის ენერგიის ბაზარზე იყვნენ მნიშვნელოვან პოზიციაზე რუსეთში და ასევე საზღვარგარეთ.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3378

 

მზისა და მოწინავე ბიოსაწვავის კონკურენტუნარიანობის მატების სიჩქარე იზრდება

ბიოსაწვავის, მზის კონცენტრირებული და ფოტოვოლტაიკური სისტემების ათვისება ჩქარდება, იზრდება და მიზანმიმართულია გლობალური ენერგიის სწრაფი (ადრეული) დაკავშირებისაკენ. მათი ფასები სწრაფად ეცემა, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი ახალ ამბებში იუწყება, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში (თუ უფრო ადრე არა) ისინი თავიანთი ფასებით კონკურენტუნარიანები გახდებიან.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3376

 

ჩინეთის სპეციალური გამოშვება

აზიური განახლებადი ენერგიის ბაზარი გვთავაზობს დიდ პოტენციალს! იცოდით, რომ ჩინეთის პარლამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს ენერგიის 15% მიღებას განახლებადი წყაროებიდან? 2020 წლისთვის ექსპერტები ითვალისწინებენ 50 გვტ მზისა და 300 გვტ ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟებას.

www.sonnewindwaerme.de

 

კლიმატის ცვლილება

დანაკარგების თავიდან აცილებას განაპირობებს ბუნებრივი რისკები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი აღმოჩენებისა და შესწავლის შედეგად ამ კვირაში გამოქვეყნებული იქნა, რომ მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფებისაგან გამოწვეული დანაკარგები შესაძლოა გასამმაგდეს ყოველწლიურად 185 მილიარდ აშშD დოლარამდე მიმდინარე საუკუნის დამთავრებამდე (კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული დანაკარგების ჩაუთვლელად). ანგარიშის საფუძველზე კლიმატის ცვლილების შედეგები შესაძლოა გაცილებით მეტ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3380

 

 

პუბლიკაციები

 

განახლებადი ენერგია და საზოგადოება

საზოგადოების თანხმობა კლიმატთან დაკავშირებულ მიღწევებზე განახლებადი ენერგიის განვითარების გასაღებია. NIMBY-ის მარტივი სტერეოტიპების წინააღმდეგობა შესაძლოა აისახოს გაზეთების სათაურებში, მაგრამ დეველოპერებს და პოლიტიკოსებს მეტი გაგების უნარი ესაჭიროებათ იმისა, თუ რა განაპირობებს ხალხის ნდობას, თუ როგორ მოვძებნოთ მათი დასაქმების საუკეთესო გზები. ეს ახალი ტომი აუცილებელია როგორც მეცნიერებისათვის, ასევე პრაქტიკაში გამომყენებლებისათვის.”

პროფესორი ჯიმ სკეა, კვლევითი დირექტორი.

რედაქტირებული პატრიკ დივაი-რაიტის მიერ.

დიდი ბრიტანეთი, ენერგიის კვლევითი ცენტრი.

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102350&v=512279

 

ღონისძიებები

კონგრესიინტეგრაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში

ეს კონგრესი წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო საკითხების უზრუნველყოფისა და გადაწყვეტილების მიღების დიალოგის პლატფორმას. იგი ასევე შეეხება ეკონომიკის განვითარებას, სოციალურ სტაბილურობას და ზრდას, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

ბულგარეთი, ბურგასი.
4-6 დეკემბერი, 2010.

www.Congress.BlackSea-online.org

 

 

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

საქართველო, კახეთი, ლაგოდეხის რაიონი

24 – 27 ნოემბერი 2010

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

გამოქვეყნდა 27.11.2010 16:18