კვირა 09 Печать
04.03.2011 09:39

სარჩევი

1. მეთიუ ბრაიზა, დიპლომატი: აშშ გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რაც ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიცირებას მოახდენს
2. ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
3. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
4. სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები შევიდა
5. მსოფლიოს მასშტაბით 2010 წელს მზის ფოტოელექტრო სისტემების რაოდენობა გაორმაგდა
6. აშშ-ს გარემოსდაცვითი საგენტო თანხმდება 15% ეთანოლის  შემცველობის  ბენზინის გაყიდვაზე 
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგი კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქალაქ დუბრანში გაიმართება
8. პუბლიკაციები
9. ღონისძიებები

 


 

ნავთობი და გაზი

მეთიუ ბრაიზა, დიპლომატი: აშშ გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რაც ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიცირებას მოახდენს
ქვეყნებისა და კომპანიების საქმიანობა, რომელიც მიმართულია პროექტის "სამხრეთის დერეფანი" განვითარებაზე ხელს შეუწყობს ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და დაახლოებას, ასევე თავის როლს შეასრულებს გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირების საქმეში, - ეს განცხადება ხუთშაბათს აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა მეთიუ ბრაიზამ გააკეთა. მისი განმარტებით, აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო და ოფიციალური ვაშინგტონი გააგრძელებენ მხარეთა მხარდაჭერას იმ საკითხში, რომლის მიზანიცაა - კომერციისა და ვაჭრობის თვალსაზრისით შეთანხმების მიღწევა. იანვარში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „სამხრეთის დერეფნის" შესახებ. "სამხრეთის დერეფანი" ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტია, რომელიც მოწოდებულია ენერგომიწოდების მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიცირებისაკენ და ამით ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება. "სამხრეთის დერეფანის" პროექტებია "ნაბუკოს" გაზსადენი, "ტრანსადრიატიკული გაზსადენი", "თეთრი ნაკადი" და გაზსადენი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45528


ელექტროენერგეტიკა

ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ინტერესთა გამოხატვის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, მდინარე რიონზე ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინვესტორების მოზიდვა, მათი წინადადებების განხილვა და საუკეთესო წინადადების მქონე ინვესტორის გამოვლენა. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ინტერესთა გამოხატვა ტარდება ქვემოთ მოცემული პირობების და წესების მიხედვით. ,,ონის კასკადის” მინიმალური დადგმული სიმძლავრე 190 მგვტ–ია. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 მარტი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში  - ბარათაშვილის ქუჩა #2, V სართული, ტელ/ფაქსი 357829, 357828
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=542

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
19 თებერვალს ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანის “ Optimum Energis” (Agaoglu Group) შორის ურთიერთგაგების მემორამდუმი გაფორმდა.  მემორანდუმი ითვალისწინებს მდინარე ფარავანზე არაკალი, აბული და ახალქალაქი ჰესების მშენებლობას ჯამური სიმძლავრით 45 მგვ. თურქულ კომპანია “Optimum Energis” მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულად იქნა ცნობილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში.  ასევე გაფორმდა შეთანხმება, “ენერგო-პრო ჯორჯია-ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა” და თურქულ კომპანია “TEIAS”- ს შორის 154 კვტ-იანი ელექტროგამცემი ხაზის “ ბათუმი -მურაკლი” მშენებლობასთან დაკავშირებით.  ხელმოწერების ცერემონიალამდე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ალექსანდრე ხეთაგურმა და თანერ ილდიზმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრეს და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=544


განახლებადები და ენერგოეფექტურობა

სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები შევიდა
სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები განხორციელდა. ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის ბრძანების თანახმად,  სამინისტრომ მცხეთა-მთიანეთში ასაშენებელი რამდენიმე ჰესი პროგრამიდან ამოიღო. კერძოდ, მდინარე თერგზე ასაშენებელი 99,9 მგვტ საპროექტო სიმძლავრის "დარიალი",  17,2 მგვტ-ი სიმძლავრის "თერგი" (მდ. თერგი), 8,3 მგვტ-იანი "ამალაჰესი" (მდ.ამალა), 14,8 მგვტ-იანი "ჩხერიჰესი" (მდ. ჩხერი), 8,9 მგვტ-იანი "ჯუთაჰესი" (მდ. ჯუთა), 17,8 მგვტ-იანი "სნოჰესი" (მდ. სნოწყალი), 11 მგვტ-იანი "კობიჰესი" (მდ. თერგი), 8,7 მგვტ-იანი "თრუსოჰესი" (მდ. თერგი) და 57,1 მგვტ-იანი "ცდოჰესი" (მდ. თერგი).  როგორც GBC-ის ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, ჰესებზე გარკვეული პარამეტრები დასაზუსტებელია და პროცესის დასრულების შემდეგ, პროგრამაში კორექტირებული სახით ჩაიდება. მთავრობის იმიერ ინიცირებული პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" ქვეყანაში 78 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ასაშენებელი ჰესების ნუსხა ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეა (http://www.minenergy.gov.ge/) განთავსებული. აქედან, რამდენიმე ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებები ქართულ და უცხოურ კომპანიებთან უკვე გაფორმებულია.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45521

მსოფლიოს მასშტაბით 2010 წელს მზის ფოტოელექტრო სისტემების რაოდენობა გაორმაგდა
2010 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამონტაჟდა 16 გვტ სიმძლავრის  მზის ფოტოელექტრო სისტემები, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. “მზის ფოტოელექტრო სისტემების” ასოციაციამ როიტერთან განაცხადა, რომ “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მზის ფოტოელექტრო სისტემებზე ფასები მკვეთრად დაეცა, რის გამოც მათი შეძენა და მონტაჟი სახელმწიფოებს შედარებით იაფი უჯდებათ”.
http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3524

აშშ-ს გარემოსდაცვითი საგენტო თანხმდება 15% ეთანოლის  შემცველობის  ბენზინის გაყიდვაზე 
აშშ-ს გარემოსდაცვითმა სააგენტომ (EPA)Pგააფართოვა სატრანსპორტო საშუალებებში ეთანოლის შემცველი ბენზინის გამოყენების დიაპაზონი. გასული წლის ოქტომბერში EPA-მ დაამტკიცა დოკუმენტი 15%-იანი ეთანოლის ბენზინის შემცველობის - E15-ის  გამოყენებაზე ისეთ სატრანსპორტო საშულებებში, რომელიც წარმოადგენს 2007 წლის და შემდგომ გამოშვებას. თუმცა სააგენტომ შეაჩერა გადაწყვეტილება E15 მოხმარებაზე უფრო ძველი გამოშვების ტრანსპორტისათვის. ამჟამად ადმინსტრატორმა ლიზა ჯეკსონმა ენერგეტიკის დეპარტამენტის E-15 ემისიების ეფექტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საწვავი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ავტომობილებისათვის და მსუბუქი სატვირთო მანქანებისათვის, რომლებიც გამოშვებულია 2001 წელს და შემდგომ.
http://www.energyefficiencynews.com/i/3739/


კლიმატის ცვლილება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგი კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქალაქ დუბრანში გაიმართება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგი კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაიმართება სამხრეთ აფრიკის ქალაქ დუბრანში. კრისტინა ფიგურესის განცხადებით, დუბრანის კონფერენციაზე გაგრძელდება კანკუნში  დაწყებული თემების განხილვა. მისივე თქმით “ საკმაოდ რთული ამოცანაა მსოფლიოში ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე შენარჩუნება”
http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3530


პუბლიკაციები

მდგრადი რესურსების გამოყენების წარმოდგენა
ავტორი კალუმ ჰილი
წიგნში შესანიშნავად არის გადმოცემული რესურსების მარაგის მოთხოვნისა და ზემოქმედების დაწვრილებითი განხილვა. ამ წიგნში მკითხველი ეცნობა ინდუსტრიულ რევოლუციას, თერმოდინამიკას, მნიშვნელოვან ლითონებსა და სტრატეგიების შემსუბუქების გზებს.
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102564&v=513243


ღონისძიებები

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
თბილისი
11-15 აპრილი, 2011
http://www.facebook.com/note.php?saved&&note_id=193352074021969


ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, რუსთავის რაიონი
28 თებერვალი  - 4 მარტი 2011
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

 

მსოფლიოს მდგრადი ენერგეტიკის დღეები
ველსი, ავსტრია
02 – 04 მარტი 2011
http://www.earthscan.co.uk/tabid/467/Default.aspx

მდგრადი ბიზნესის სამიტი
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
17 მარტი 2011
http://www.earthscan.co.uk/tabid/467/Default.aspx

ევროპის 19-ე ბიომასის კონფერენცია და გამოფენა
ბერლინი, გერმანია
კონფერენცია 6 – 10 ივნისი 2011
გამოფენა 6 – 9 ივნისი 2011
http://www.etaflorence.it/mailing/newsletter_new/header_biomass_berlin.jpg

განახლებადი ენერგია საზოგადოებრივ სექტორში
ბარბიკანი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
23 ივნისი 2011
http://www.publicserviceevents.co.uk/event/overview2.asp?ID=183

მდგრადი ტრანსპორტის სისტემები
ბარბიკანი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
14 აპრილი 2011
http://www.publicserviceevents.co.uk/event/programme.asp?ID=176

3-ე საერთაშორისო სამცნიერო კონფერენცია ენერგიისა და კლიმატის ცვლილების შესახებ
საბერძნეთი, ათენი
13 – 14 ოქტომბერი 2011
http://www.kepa.uoa.gr/kepaenglish1.html

გამოქვეყნდა 04.03.2011 09:42