სამეცნიერო სტატიები Печать
31.03.2010 10:04

მუდმივი დენის წევის ძრავის განედურ-იმპულსური მართვიანი სამფაზა ხიდური გამმართველ-ინვენტორული გარდამქმნელი

გ.კოხრეიძე, დ.ლაოშვილი, დ.კოზრეიძე, ი.ყურაშვილი

დამუშავებულია წევის ქვესადგურის ერთიანი გამმართველ-ინვენტორული გარდამქმნელი სისტემა. მიღებულია სამფაზა ხიდური სქემა. მის შემადგენლობაში შედის იმპულსური მართვის ძრავიანი მუდმივი დენის ელმავალი განედურ-იმპულსური მართვით.ელმავალის წევის ძრავის განედურ-იმპულსური მართვის ჭაჭვში პროცესების მართვის გამარტივების მიზნით ტირისტორულ გადამცემებად გამოიყენება IGBT (Insulated Gate Bipolar Transistor) ტრანზისტორები.განიხილება გაშვებისა და წევის რეჟიმები, აგრეთვე წევის ძრავის ელექტრული რეკუპერაციული დამუხრუჭება განედურ-იმპულსრი ძრავის პირობებში. თანმიმდევრული აღგზნების შემთხვევაში ძრავის ელექტრომამოძრავებელი ძალა კონტაქტურ ქსელში არსებულ ძაბვას არ აღემატება.




შახტური მეთანის ბუნება

ა.ალექსეევი, უ.ულიანოვა, ო.რაზუმოვი, ვ.კანინი, ა.სკობლიკი, ა.ტარანიკი

შახტური მეთანის ნახშირბადულ-იზოტოპული შედგენილობა მდიდრდება მძიმე იზოტოპში -13C-ის -42-დან -20 -30‰-მდე ჩანაცვლებით. ამას ადგილი აქვს ქვანახშირის ფენის გამოტეხვის ზონასთან მიახლოებისას. ეს უკანასკნელი ხასიათდება ტექტონიკური დარღვევებით კრისტალური საძირკვლის ზონის ფარგლებში. პირიქით, გაზის ძლიერი გამოყოფის ზონაში, რაც დაკავშირებულია ტექტონიკური გამოტეხვის რაიონში წარმოქმნილ აპოფიზებთან, მეტამორფიზმის სიდიდის იგივე მნიშვნელობისთვის (ნახშირის მარკისთვის) მეთანის d13dC სიდიდე იცვლება უმნიშვნელოდ, ხოლო ნახშირორჟანგის 13C სიდიდე -8-დან მცირდება -20‰-მდე.შახტური მეთანის იზოტოპური შედგენილობის მიახლოება ვულკანურ გაზებსა და თერმალურ წყაროებში მყოფი მეთანის შედგენილობასთან ცხადყოფს აირების მოზღვავებას ნაპრალებში.მესბაუერის სპექტროსკოპიული მეთოდიკის საშუალებით დადგინდა ორვალენტიანი რკინის არსებობა ქვანახშირის ფენებში და მისი არსებობა მეთანის მქონე ფენებში. ეს შეიძლება გახდეს ჩვენს მიერ ახლახან წარმოდგენილი აბიოტიური მოდელის საფუძვლად, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. "ახალი" მეთანის წარმოშობას ფიშერ-ტროპშის სინთეზის არასტაციონარული პროცესების გათვალისწინებით ორვალენტიანი რკინის შეერთებებიანი კატალიზატორების საფუძველზე.




მზის ენერგიის გამოყენება ბეტონისა და რკინაბეტონის წარმოებაში

ა.ნადირაძე

მოყვანილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული კვლევითი სამუშაოების შედეგები ბეტონის თბური დამუშავების საკითხებში. სამუშაოები შესრულებულია ავტორის მიერ შემუშავებული ჰელიოკამერის გამოყენებით. წარმოდგენილია მზის ენერგიის თბურ ენერგიაში გარდაქმნის საერთო ფიზიკური კანონზომიერებები. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება ყველაზე მიზანშეწონილია ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობების პოლიგონზე დამზადებისას. შესაძლებელია აგრეთვე მზის ენერგიის გამოყენება მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის წარმოებისას. ამისთვის საჭიროა გამოყენებული იქნას ე.წ. "სათბურის ეფექტის" მეთოდი.






მსგავსობის კრიტერიუმების კომპიუტერული განსაზღვრა

ა.კულიევი, ა.ნასიბოვი

თეორემის (ბუკინჰემის თეორემის) საფუძველზე მსგავსობის კრიტერიუმების განსაზღვრისთვის, პარამეტრების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, საჭიროა შესრულდეს მნიშვნელოვანი მოცულობის გამოთვლითი სამუშაო. შემოთავაზებულია ფორმალიზებული მიდგომა. იგი კომპიუტერისთვის სათანადო გაანგარიშების ალგორითმის შედგენის საშუალებას იძლევა. ზემოთქმული გულისხმობს უცნობი მათემატიკური აღწერის პროცესებს. განისაზღვრება პროცესში მონაწილე ყველა პარამეტრის სიდიდე. განიხილება პროცესი ელექტროტექნოლოგიაში, რის გამოც განზომილებათა ძირითად პარამეტრებად მოიაზრება H,L,T,I და q. ჩაიწერება ყველა პარამეტრის განზომილების ფორმულები ერთეულთა ძირითად სისტემაში. შედგენილია პარამეტრის ხარისხის მაჩვენებლების მატრიცა. გამოითვლება პარამეტრების შესაძლებელი შეხამება განზომილებათა ძირითადი ერთეულის რაოდენობის მიხედვით. განხილულ შემთხვევაში 11 პარამეტრია. მატრიცის სტრიქონების რიცხვი შეადგენს 11-ს, სვეტების რიცხვი - 5, ანუ სულ 11x5. მატრიცის რანგი 5-ის ტოლია. 5x5 მატრიცების ყველა შესაძლებელ ვარიანტისთვის განისაზღვრება მატრიცათა რანგი. 5-ზე დაბალი რანგის მატრიცის შემთხვევაში იგი არ განიხილება. ყველა სხვა შემტხვევაში, ალგორითმისა და გაანგარიშების პროგრამის შესაბამისად, განისაზღვრება მსგავსობის კრიტერიუმების ჩაწერის ყველა შესაძლებელი ფორმა. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა განისაზღვროს აგრეთვე მოდელირებისა და განზოგადების თვალსაზრისით, მსგავსობის კრიტერიუმების მონაცემები. ამავდროულად წინასწარ წარმოებს დამოკიდებული და დამოუკიდებელი პარამეტრების შერჩევა კვლევების ჩატარების თვალსაზრისით. წარმოებს დამოკიდებული და დამოუკიდებელი პარამეტრების შერჩევა კვლევების ჩატარების თვალსაზრისით. გაანგარიშების პროგრამა საშუალებას იძლევა განისაზღვროს მსგავსობის კრიტერიუმების ჩაწერის ყველა შესაძლებელი ფორმა. პროგრამა უნივერსალურია და შეიძლება გამოყენებულ იქნას მეცნიერებისა და ტექნიკის სხვა სფეროებშიც.




ახალი ტექნიკური გადაწყვეტები ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესებისთვის

ა.გაშიმოვი, კ.გურბანოვი, რ.მეხტიზადე, მ.ჰასანოვი

მოყვანილია აქციონერული საზოგადოება "იზოლიტის" (ქ.მინგეჩაური), თბოელექტროცენტრალისა და აირგადამამუშავებელი ქარხნის (ქ.ორენბურგი) და ნავთობფენათაშორისო ჩამდინარე წყლების გაწმენდის კვლევითი სამუშაოების შედეგები.გამოყენებულია გაწმენდის კომბინირებული ფიზიკურ-მექანიკური მეთოდები, რომლებიც შეიცავს რეაგენტულ და ადსორბციულ გაწმენდას ოზონის, ძლიერი ელექტროველებისა და განმუხტვის ზემოქმედების პირობებში.გამოკვლევებით დადგინდა, რომ სხვადასხვა აირისა და აგრეთვე ოზონის პირობებში ელექტროგანმუხტვების მეთოდის გამოყენება ჩამდინარე წყლების გაწმენდის საკითხებში ადსორბციული მეთოდების საგრძნობი ეფექტურობით გამოყენების საშუალებას იძლევა.მიღებული შედეგების საფუძველზე, საწყისი წყლის მინარევების შედგენილობის შესაბამისად, შემოთავაზებულია გაწმენდის პროცესების რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც წარმატებით შემოწმდა ლაბორატორიულ პირობებში. ზოგიერთი მიღებული შედეგი დაინერგა შესაბამის სამრეწველო საწარმოში.




გენერატორების დემპფირება რთულ ელექტროსისტემაში

მ. რუხვაძე

რთულია ელექტროსისტემის დინამიკური მდგრადობის მათემატიკურ მოდელირებისას გენერატორების მიერ განვითარებული ასინქრონული სიმძლავრის მხედველობაში მიღება. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გენერატორებში გარდამავალი პროცესი აღწერილია პარკ-გორევის სრული განტოლებებით.ამ უკანასკნელების გამოყენება იძლევა მოდელირების რეზულტატების რეალობასთან მაქსიმალურ მიახლოებას. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა გენერატორის რეალური პარამეტრების ცოდნა. როგორც წესი, ყველა ეს პარამეტრი ან არ არის ცნობილი, ან ცნობილია ნაწილობრივ. ამიტომ დინამიკური მდგრადობის ანალიზი ტარდება ან ტიპური (მიახლოებითი) პარამეტრებით, ან გამარტივებული განტოლებების საფუძველზე, სადაც ამ პარამეტრების ნაწილის ცოდნა არ არის საჭირო.ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ ელექტროსისტემის დინამიკური მდგრადობის მოდელირება გამარტივებული განტოლებებით და, ამავე დროს, გარკვეულწილად გავითვალისწინოთ გენერატორების ასინქრონული სიმძლავრე. მოყვანილია მოდელირების რეზულტატები, რომელთა საფუძველზე ნაჩვენებია შემოთავაზებული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები.




ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობის გაანგარიშება რეზერვუარების გამოყენებით და შედეგების ანალიზი

დ.ნადირაძე

შემოთავაზებული ახალი მეთოდიკის საფუძველზე ნავთობის მოცულობის გაანგარიშება შესრულებულია სპეციალური მთვლელი სადგურების გამოყენებით. განისაზღვრება ნავთობის პარამეტრები (სიმკვრივე, სიბლანტე, ტემპერატურა, წნევა, ნავთობში წყლისა და სხვადასხვა ნალექის შემცველობა). ახალი მეთოდიკა, არსებულ მეთოდიკისგან განსხვავებით, ითვალისწინებს ნავთობის ისეთი პარამეტრების გაანგარიშებას, რომლებიც ადრე არ განიხილებოდა. იმპორტირებული ნავთობის ზუსტი მოცულობის დადგენის მეთოდის ამოყენებით მიღებულია სარგებლის თანხობრივი და შედარებითი მნიშვნელობები. შემოთავაზებული შედგენილია შესაბამისი ცხრილები და გრაფიკული მასალა.








სეისმურად აქტიურ ზონებში განლაგებული წყალსაცავების სანაპირო ფერდობების მდგრადობის ამოცანა და მისი გადაწყვეტის გზები

ჯ.კილასონია

განიხილება დიდი სამთო წყალსაცავების გარემომცველი სანაპირო ფერდობების მდგრადობის დარღვევის ძირითადი მიზეზები. მოყვანილია ისეთი სიღრმული ჰიდროდინამიკური და რეოლოგიური პროცესების აღწერა, რომლებიც გამოწვეულია წყალსაცავების ავსებითა და დაცლით. გამოტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ იმ წყალსაცავებისთვის, რომლებიც განლაგებულია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის მთის რეგიონებში, განსაკუთრებით საშიშ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს სეისმური ზემოქმედება. წარმოდგენილია ავტორის მიერ ჩამოყალიბებული წყალსაცავის სანაპირო ფერდობის მოცულობითი დინამიკური სასრულ-ელემენტებიანი მოდელის აგებისა და სამკომპონენტიანი სეისმოგრამების შედგენის პრინციპები.

 

 


სევან-რაზდანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურების რეჟიმების ოპტიმიზაცია

გ.აგეკიანი, ვ.საფარიანი

შემუშავებულია სევან-რაზდანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის საანგარიშო მეთოდი და ოპტიმალური რეჟიმების შერჩევის ალგორითმი ტექნიკური და რეჟიმული შეზღუდვების მხედველობაში მიღებით.მუშაობის რეჟიმების ოპტიმალურობის კრიტერიუმებია:

1. ჰესების კასკადის დატვირთვის მოცემული და საანგარიშო გრაფიკების არდამთხვევის მინიმუმი.
2. დატვირთვის გრაფიკის უზრუნველყოფა ჰესის ავლით წყლის გაშვების მინიმალურობის პირობებში.
3. კასკადის სადგურების გამორთვების მინიმიზაცია.




ჰიდროელექტრო სადგურების ეკოლოგიური ზეგავლენა მთის მდინარის ეკოსისტემაზე სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში

კოსკუნ ერუზი, ერტუგ დუზგუნესი


კავკასიის რეგიონი შედის მსოფლიოს 25 სახმელეთო “ეკოლოგიურ რეგიონთა” რიცხვში და წარმოადგენს ბიოლოგიურად მდიდარი ტერიტორიებით “დატვირთულ” მხარეს. კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შედის თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ეს ნაწილი მეტწილად მთიანია და აქ გვხვდება ბევრი მდინარე. წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება მცირე ჰესების მშენებლობის ზეგავლენას ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის მთის მდინარეების ბუნებრივი წყლის ეკოსისტემაზე. ჰესები რეგიონში ქმნიან გარკვეულ ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს. მოწოდებული სპეციალური ინფორმაცია წარმოადგენს ხელმისაწვდომი გამაფრთხილებელი ზომების მიღების მაგალითს თურქეთში მიმდინარე ყველა ტიპის ჰესის მშენებლობისათვის.






ლითონის მიკრობოჭკოებისგან დამზადებული მასალები და ნაკეთობები

ვ.სინკოვი, დ.ტრანკოვსკი

ლითონის მიკრობოჭკოებისგან დამზადებული ნაკეთობების გამოყენება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის მაღალი სიმტკიცის კონსტრუქციების, აეროპორტების ასაფრენ-დასაჯდომი ზოლების, ავიაციისა და კოსმონავტიკის დარგში და ა.შ. გავრცელებული კომპოზიციური და ფოროვანი შეღწევადი მასალების დამზადება დღეისთვის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულ მიმართულებად ნანოტექნოლოგიებში.დამუშავდა კომპოზიციურ ფოლადებისგან, ფოროვან ფილტრაციულ მასალებისგან და კომპოზიციურ მეტალიზებურ ძაფებისგან ლითონის მიკრობოჭკოების მიღების თეორია და ტექნოლოგია. ლითონის მიკრობოჭკოები გამოიყენება სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალურ დაცვისთვის, მეშახტეების იმ სპეციალური ტანსაცმლის ქსოვილების დამზადებაში, რომელთა დანიშნულებაა მტვრისგან საიმედო დაცვა, აფეთქების სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის შემცირება და სხვ.




ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კორპუსი

ა.ყუბანეიშვილი, მ.ყალაბეგიშვილი

წარმოდგენილია მაღალი წნევის წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კორპუსის კონსტრუქცია. კორპუსის შექმნის საკითხები გადაწყვეტილია ექსპერიმენტული და თეორიული გზებით.მაღალი წნევის კორპუსი წარმოადგენს ცილინდრული ფორმის რკინაბეტონის ჭურჭელს. იგი შექმნილია კოაქსიალურად განლაგებულ გარე და შიგა გარსებისგან, მათ შორის განლაგებულ ღრეჩოთი. ღრეჩოში იჭირხნება ცემენტის ხსნარი. შიგა გარსი ამ დროს იკუმშება, გარე - იჭიმება. წნევა მიიყვანება შიგა გარსის ბეტონის საჭირო წინასწარი დაძაბვის სიდიდემდე ყველა დანაკარგის მხედველობაში მიღებით. ამის შემდეგ არხები, მათში განლაგებული წინასწარ დაძაბულ არმატურებთან ერთად, ივსება ხსნარით.კონსტრუქციის თეორიული ანგარიში შესრულდა სასრული ელემენტების მეთოდის მათემატიკური აპარატის გამოყენებით.





ელექტროსისტემის მდგომარეობის აღმწერი უნიფიცირებული განტოლებები

ნ. თურქია

წარმოდგენილია სიმეტრიულ ქსელებში დამყარებული ელექტრორეჟიმების (ავარიულისა და ნორმალურის) საძიებელი აქტიური პარამეტრების განსაზღვრის ერთიანი მიდგომა. იგი გამოიყენება რთული კონფიგურაციის ჩანაცვლების სქემაში საწყისი პარამეტრების ნებისმიერად ასახვის დროს. ამ სისტემის მდგომარეობის ამსახველი ზოგადი განტოლებების მისაღებად ხორციელდება რეჟიმის მოდელირება. იგი ხორციელდება ისე, რომ მოდელირებით მიღებული რეჟიმი საწყისი რეჟიმის იდენტური იყოს. ასეთ შემთხვევაში მდგომარეობის აღმწერი განტოლება იქნება ზოგადი. ეს ნიშნავს, რომ ყველა კერძო შემთხვევა აღიწერება ამ განტოლებით, დამატებითი (კერძო შემთხვევისათვის დამახასიათებელი) პირობის გათვალისწინებით.უნიფიცირებული განტოლებები ერთმანეთს უკავშირებს ელექტრორეჟიმის ოთხ ძირითად პარამეტრს: კვანძურ დენებსა და ძაბვებს, შტოებში არსებულ ემძ-ებსა და შტოებში გამავალ დენებს. განტოლებების უცნობები და თავისუფალი წევრები დგინდება დასახული ამოცანის შესაბამისად. ნორმალური რეჟიმის პარამეტრების გასაანგარიშებლად მიღებულ განტოლებებში თავისუფალი წევრები იქნება კვანძური დენები და შტოებში ემძ-ები, საძიებელი უცნობები - კვანძური ძაბვები და დენები შტოებში. ავარიული რეჟიმების შემთხვევაში თავისუფალი წევრებია საწყისი რეჟიმის კვანძური ძაბვები და შტოების დენები, უცნობები - კვანძური დენები და შტოების ემძ-ბი.

 

გამოქვეყნდა 28.04.2010 11:15