ჰიდროტექნიკა Печать
23.04.2012 16:40

 

ბზარგანვითარების პროცესი თაღოვანი კაშხლის ფუძეში

გ. ყალაბეგიშვილი
(საქართველო)

წარმოდგენილია ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტექტონიკურ ფუძეში დდმ-ისა და თანამდევი ფილტრაციული  წნევების თეორიული გაანგარიშებები და ანალიზი. 

კაშხლის ექსპლუატაციის პერიოდში ცენტრალური სექციის ფარგლებში ცემენტაციური ფარდის (ცფ) უკან მოხდა ფილტრაციული უკუწნევის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლის დინამიკა განვითარდა შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი პიკი გაჩნდა 1992 წელს, რომელსაც მოჰყვა გარკვეული კლება - შემდეგ კი კვლავ ზრდა 1999 წლამდე. 

გაანგარიშებებით მიღებული იქნა, რომ ცფ უკან წნევის ზრდა დაკავშირებული იყო კაშხლის ტექტონიკურ ფუძეში გამჭიმავი ძაბვების არსებობასთან, რასაც მოჰყვა ბზარების გახსნა - ფარდის გარღვევა, ხოლო შემდეგ ბზარების კოლმატაცია.   

ნაშრომში მოცემულია:

- ფუძის სტატიკური დაძაბული მდგომარეობისა და თანამდევი ფილტრაციული პროცესების ანალიზი ფუძის გეოლოგიური აღნაგობის, ცფ-ისა და დრენაჟის მუშაობათა გათვალისწინებით;

- ბზარგანვითარების შეფასება (ბზარის წნევების გათვალისწინებით);

- ფილტრაციული გაანგარიშებები (არასტაციონარული რეჟიმის ფარგლებში).

კვლევები ჩატარდა სემ-ის გამოყენებით რღევის მექანიკის ამონახსნების გათვალისწინებით.




ჰიდროელექტროსადგურების სადგურშიგა რეჟიმების ოპტიმიზაციის გაანგარიშების კომპიუტერული პროგრამის მოკლე აღწერა

ჯ.კილასონია, პ.სამსონაშვილი
(საქართველო)

მოცემულია ჰიდროელექტროსადგურების სადგურშიგა რეჟიმების ოპტიმიზაციის გაანგარიშების ორიგინალური კომპიუტერული პროგრამის სტრუქტურის აღწერა. პროგრამა ძირითადად ემყარება დინამიკური პროგრამირების მეთოდს. ამასთან იგი შეიცავს ქვეპროგრამების პაკეტს, რომელიც ორიენტირებულია რეჟიმული ამოცანების გამარტივებული ვარიანტების ანალიზურ ამოხსნაზე, რაც თავის მხრივ იძლევა რიცხვითი მეთოდებით ამოხსნების კორექტულობის კონტროლის საშუალებას.

გამოქვეყნდა 20.11.2012 15:00