მასალათმცოდნეობა Печать
23.04.2012 16:42

 

კომპოზიციური მასალის ცემენტის სტრუქტურის გავლენა ბზარმედეგობაზე

გ.დალაქიშვილი
(საქართველო)

წარმოდგენილია ცემენტის ქვისა და ბეტონის შედარებითი ბზარმედეგობის შეფასების გამოკვლევა ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის მეთოდის გამოყენებით; შექმნილია ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიცადოს მექანიკურად დატვირთულ მდგომარეობაში მყოფი ბეტონის ნიმუშები; გამოკვლეულია ცემენტის ექვსი ნაირსახეობა: ენგურის ჰიდროტექნიკური ცემენტი (იგც), ნოვოროსიისკის პ/ცემენტი, ნოვოროსიისკის პ/ცემენტი 15% დანამატით, რუსთავის შლაკოპორტლანდცემენტი, რუსთავის პ/ცემენტი, კასპის პუცოლანიანი ცემენტი. დასაბუთებულია წარმოდგენილი მეთოდის უპირატესობა და გამოთქმულია მოსაზრება რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გამოკვლევისა აღნიშნული მეთოდით.




დისპერსიულ-არვირებული რკინაბეტონის კონსტრუქციების არმატურის ღერღების ოპტიმალურად განლაგების საკითხებისათვის

ვ.ლოლაძე
(საქართველო)

მოცემულია დისპერსიულად არმირებული ბეტონის ელემენტის სტრუქტურული მოდელი, რომლის განივკვეთში მსხვილი შემავსებლის ზომებისა და არმატურის დიამეტრის თანაფარდობის გათვალისწინებით არმატურა ოპტიმალურადაა განლაგებული. აღნიშნულია რკინაბეტონის ელემენტის სიმტკიცის ზრდა ოპტიმალურად დანლაგებული არმატურის ღეროების შემთხვევაში.




ონსტრუქციული მასალების დეფორმაციის ფიზიკურ-ქიმიური მექანიკა ზედაპირულად-აქტიურ გარემოში

მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ზედაპირულად-აქტიურ გარემოში (ზაგ) მოთავსებული კონსტრუქციული მასალების (ძირითადად ბეტონის) დეფომაციების განვითარების კინეტიკის თავისებურებების შესწავლა. ასეთი სახის კვლევები აუცილებელია (მომავალი გამოყენებითი კვლევის სტადიაზე) ამ მასალების საექსპლუატაციო მახასიათებლების გასაუმჯობესებლად.

აღწერილია სპეციალურად კონსტრუქციული მასალებისათვის ამ მოვლენის დაწვრილებითი შესწავლა წარმოდგენილი თვალსაზრისის გათვალისწინებით. ამგვარი კვლევები საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მოცემული ფუნქციის პარამეტრები, რომლებიც აღწერენ მასალის შად-ის დროში სვლის დამოკიდებულებას დეფორმირებული სხეულის გარე მახასიათებლებთან (მაგ. მათი ზომები, ზედაპირის მდგომარეობა და სხვა). ამ დამოკიდებულებების ცოდნა საშუალებას მოგვცემს წინასწარ განვსაზღვროთ კონკრეტულ ობიექტებში შად-ის დროში სვლა, რაც თავის მხრივ, მოგვცემს მისი გამოყენების შესაძლებლობას მომავალ გამოყენებით კვლევებში, რომლებიც მიმართულნი იქნებიან ანგარიშის დაზუსტებისკენ, ზაგ-ში კონსტრუქციების მუშაობისას, შად-ის განვითარებისთვის საკმარისი დატვირთვის პირობებში (მაგ. მილშადენების მაღალი წნევის მილებისთვის, ქვაბულების და სხვა ანგარიშებისთვის).

მყარი ტანის შეუქცევადი ცოცვადობის მოვლენა ზედაპირულად აქტიურ გარემოში, წარმოადგენს დაძაბული მდგომარეობის უნიკალურ ინსტრუმენტს კრიტიკულამდე ბზარის წარმოქმნისა და განვითარების კვლევის დროს.

ამ მოვლენის შემდგომმა კვლევებმა შესაძლებელია დიდი დახმარება გაუწიოს დაძაბული კონსტრუქციების უეცარი კატასტროფული რღვევების ბუნებისა და მექანიზმების გაგებაში.

 




18ФТ ტიპის ფოლადის გამოყენება A400C (A500C) არმატურის საწარმოებლად  შპს “რუსთავის ფოლადის” პირობებში

ვ.კოპალეიშვილი, ნ.მუმლაძე, თ.ლოლაძე
(საქართველო)

ვიუწყებოდით [1, 2], რომ საარმატურო ფოლადის A500C-ის წარმოებას მთმდ-ის გამოყენებით შპს “რუსთავის ფოლადის” პირობებში აქვს სიძნელეები.

ჩვენს მიერ შემუშავებულ ფოლად 18ФТ-ის გამოყენებით პირველ ეტაპზე ჩატარებულია საწარმოო ექსპერიმენტები, მიღებულია დადებითი შედეგები, რომელთა მიხედვით მზა პროდუქცია აკმაყოფილებს A400C-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. საჭირო მექანიკური თვისებების მაჩვენებლები (σდ≥400 ნ/მმ2) მიიღება ცხლადგლინულ მდგომარეობაში, თერმული დამუშავების გარეშე. ეს კი საშუალებას გვაძლევს მოხსნილი იქნეს პრობლემები, მიღებული დიდი დიამეტრიც მქონე (N25, 28, 32 მმ) არმატურის გლინვისას. იგივე კომპოზიცია  A500C-ის წარმოებისას ხელს შეუწყობს, შედარებით დამზოგი რეჟიმების გამოყენებით, გათანაბრდეს თვისებები მზა პროდუქციის მთლიან სიგრძეზე. ეს კი საშუალებას მოგვცემს (რა თქმა უნდა, ფოლადის ქიმიური შედგენილობის სელექტირებით) გავაერთიანოთ ნადნობები (8-12 ტ) ~ 60-100 ტ-იან პარტიებად, რასაც მოყვება, წარმოების მოწესრიგებასთან ერთად, საგრძნობი ეკონომიკური ეფექტი.

მეორე ეტაპი დაეთმობა ISO 9655/2 სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას (უნიფიცირებული, შედუღებადი არმატურის წარმოება დენადობის ზღვრით σდ ≥500 ნ/მმ2, თერმული დამუშავების გარეშე ცხლადგლინულ მდგომარეობაში →B500W), რისთვისაც ჩატარდება საქარხნო ექსპერიმენტები ჩვენს მიერ შემუშავებულ ფოლადებზე (მაგალითად, 13Г1С1ДФТ). უპირატესობა ექნება იმ კომპოზიციას, რომელიც გამოავლენს მეტ კოროზიამედეგობას ჩვეულებრივ ბეტონში. გარდა აღნიშნულისა, სიახლეები შემოაქვს ე.წ. “ახალ ფენომენს”. ჩვენი ვარაუდით, მან საგრძნობლად უნდა გაამარტივოს ამ ამოცანის (-ების) ამოხსნის პროცესი.

ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტების მონაცემებისა და მათი ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით დასაბუთებულია, რომ საარმატურო ფოლადის ხანგამძლეობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნგრევის ჯამური კუთრი ენერგია    (ჯ/სმ2), რადგან  მაღალი    განაპირობებს უფრო ხანგრძლივ ხანგამძლეობას – მედეგობას.
გამოქვეყნდა 21.12.2012 08:28