First Steering Committee Meeting and Workshop represented by the countries participating in the grant - Integrated Coastal Monitoring of Environmental Problems in Sea Region and the Ways of their Solution (ICME) won within the EU Black Sea programme was held at theconference room of Georgian Technical University on March 19-20, 2014.The organizer of the above events was Union Science and Energetics (Georgia).
სისტემა შეიცავს ერთმანეთთან მიმდევრობით დაკავშირებულ ჰიდროტურბინებს, გენერატორს და ჰიდროტურბინების რიგიდან გენერატორზე გადამცემ მექანიზმს. Hჰიდროტურბინების ლილვები ტივტივაა და ერთმანეთთან დაკავშირებულია სახსრულად, ამასთან თითოეული ჰიდროტურბინის ფრთა შესრულებულია კონუსური სპირალური ხრახნის ერთი ხვიის სახით.
ამჟამად ენერგო ეფექტურობის ცენტრი–საქართველო (EEC-Georgia), ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი განვითარებისათვის BP-სა და მისი ერთერთი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს “საქართველოს თემებისათვის ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში - ენერგო ავტობუსის” პროექტს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიეტირებულია სოფლის მოსახლეობაზე და მის ძირითადად მიზანს წარმოადგენს მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია-დანერგვა.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) შეიქმნა 2002 წელს ს/ს “ელექტროგადაცემისა” და შპს “ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000”-ის შერწყმის შედეგად და წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს. მისი დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საწარმოთა მართვის სააგენტო”, ხოლო წილების პრივატიზებასა და განკარგვის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.