მთავარი


E ISSN 1987 - 8257

ლიბო ჯგუფი Печать E-mail
23.10.2009 19:06

“ლიბო ჯგუფი” შეიქმნა მდიდარი ტრადიციების მქონე მე-13 ტრესტის მე-5 სამშენებლო სამმართველოს ბაზაზე. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
დეველოპერული საქმიანობა, სამშენებლო-სარემონტო,სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. “ლიბო ჯგუფი”-ს მთავარი ორიენტირი ხარისხია! 2007 წლის დეკემბრიდან კომპანიაში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა (IშO 9001:2000 სტანდარტით), კომპანიას მინიჭებული აქვს “ქართული ხარისხის ნიშანი”, აგრეთვე, ბიზნესის ინიციატივების საერთაშორისო (B.I.D.) ცენტრმა 2008 წლის 21 აპრილს პარიზში კომპანია “ლიბო+”-სს მიანიჭა ოქროს ვარსკვლავი, როგორც ლიდერ კომპანიას ხარისხის (თQM Qჩ 100 სისტემით) მართვაში. ამიტომაც “ლიბო ჯგუფი”-ს წევრები საკუთარ თავზე იღებენ იმ მორალურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, რასაც თავის თავში გულისხმობს ბრენდი “ლიბო” და უმაღლესი ხარისხით ასრულებენ ასეთ ექსკლუზიოურ პროექტებს, რომლებიც ხშირად ჩვენი დედაქალაქის და სხვა დაბა-ქალაქების იერსახეს განსაზღვრავენ.

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია “ლიბო ჯგუფი”-ს დეველოპმენტის მიმართლებამ. ეს სტრუქტურა ამზადებს ახალ პროექტებს, უბნების განაშენიანების გეგმებს, სწავლობს სამშენებლო რეგიონს. “ლიბო ჯგუფი”-ს პროექტები ქმნიან რაციონალურ და კომფორტულ გარემოს როგორც საცხოვრებელ სახლსა თუ ბინაში, ისე უბანსა და მთელ მიკრორაიონში.

გამოქვეყნდა 23.10.2009 19:14
 
საქართველოს ენრგომომარაგება PDF Печать E-mail
20.10.2009 18:55
გამოქვეყნდა 20.10.2009 19:33
 
ინტერვიუ მერაბ ჭირაქაძესთან PDF Печать E-mail
09.06.2009 18:59
კითხვა - რა არის თქვენი გამოგონების არსი?

პასუხი - ჩვენი გამოგონების არსი არის წყლის ტალღის ენერგიის გაარდაქმნის ოპტიმალური ვარიანტის ჩვენება და შეთავაზება. საქმე ის არის, რომ წყლის ტალღის ენერგიის გამოყენება თანამედროვე ტექნიკური მეცნიერების ერთერთი აქტუალურ პრობლემათაგანია საპატენტო არქივის მონაცემთა მიხედვით ამ თემას ათასობით იდეა და ასობით მოდელი ეძღვნება. ერთერთი მათგანია ჩვენი ვარიანტიც.


კითხვა - იქნებ მოკლედ დაახასიათოთ, რით განსხვავდება თქვენი ვარიანტი უკვე არსებული სხვა იდეებისა და მოდელებისაგან.
პასუხი
-  ჩვენი ვარიანტი, ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა მოდელისა და იდეისაგან განსხვავდება პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტის სიმარტივით. კერძოდ: წარმოიდგინეთ ბაგირი, რომლის ერთი ბოლო დამაგრებულია ზღვაში, ტივტივაზე, ხოლო მეორე ბოლო გამოდის ნაპირზე. შესაბამისად, ეს ბაგირი განლაგებულია ტალღის გავრცელების მიმართულების გასწვრივ, ტივტივებს წყალზე და, სათანადო კონსტრუქციის წყალობით, თავისუფლად ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ. ამ პირობებში, ბაგირის იმ ბოლოში, რომელიც გამოდის ნაპირზე, სათანადო მოწყობილობის საშუალებით ვიღებთ ელექტროენერგიას.

გამოქვეყნდა 20.10.2009 19:34
დაწვრილებით...
 
«პირველიწინა123შემდეგიბოლო»

გვერდი 3    3–დან
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.